Techtunes

ბრიტანეთში ქურდებმა მანქანა 1 თვის ბავშვთან ერთად გაიტაცეს

image
დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში, კლერ ონეილის ავტომობილი მაშინ გაიტაცეს, როცა მან მანქანა პარკინგზე გააჩერა. ქურდებმა მას გასაღები გამოსტაცეს. ქალი, რომელიც უკანა სავარძლიდან ბავშვის გათავისუფლებას ცდილობდა, გზაზე გადაისროლეს და გაქცევისას მანქანით ხელზე გადაუარეს. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ორი ქურდის ძიების სამუშაოებში ვერტმფრენებიც კი ჩართეს, თუმცა ქურდებს ვერ მიაკვლიეს. შემთხვევიდან 45 წუთში კი, ბავშვი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის, Small Heath health Centre-ის შენობასთან იპოვეს. ქურდებმა ბავშვი უვნებლად დააბრუნეს, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია მათი და გატაცებული ავტომობილის, Audi A3-ს ადგილმდებარეობა. ​

imedinews.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 22:18
  • 440

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image