ნარკომოვაჭრეებმა არგენტინაში კოკაინი მსოფლიო ჩემპიონატის სუვენირებში დამალეს » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ნარკომოვაჭრეებმა არგენტინაში კოკაინი მსოფლიო ჩემპიონატის სუვენირებში დამალეს

image
არგენტინაში, ნარკომოვაჭრეებმა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი მსოფლიო ჩემპიონატის სუვენირებში დამალეს. ამის შესახებ Red92 წერს.

პოლიციური შემოწმების შედეგად ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ნახევარი კილოგრამი კოკაინი და მარიხუანა ამოიღეს. ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

გამოცემის ინფორმაციით, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა ვაჭრობის ეს ფორმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე პროდუქციის გადასატანად უსაფრთხოდ მიიჩნიეს.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.

საფეხბურთო მატჩების განრიგსა და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 23-06-2018, 15:27
  • 119

კომენტარის დამატება