პენსიონერი ქალი შვილიშვილებს ბინის ყიდვას დაჰპირდა და ბანკის გაძარცვა სცადა » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

პენსიონერი ქალი შვილიშვილებს ბინის ყიდვას დაჰპირდა და ბანკის გაძარცვა სცადა

image
ლენინგრადის ოლქში მცხოვრებმა პენსიონერმა ბანკის ძარცვის ინსცენირება მოაწყო იმისათვის, რომ ამ ბანკში დაგროვებული საკუთარი თანხა გაეორმაგებინა და შვილიშვილისთვის ქორწილში ბინა ეჩუქებინა. ამის შესახებ Комсомольская правда წერს..

ნახევარი მილიონი რუბლი, რომელიც მას დაგროვებული ჰქონდა, ბინის საყიდლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ის მეგობრის 21 წლის უმუშევარ შვილიშვილს დაჰპირდა, რომ თუ ძარცვის ინსცენირეაბში დაეხმარებოდა, 20 ათას რუბლს გადაუხდიდა. ასევე ამ სქემაში ჩაითრია ყოფილი კოლეგა და მას კომპენსაცია აღუთქვა. ქალს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შემდეგ ბანკისთვის თავისი თითქოს მოპარული ნახევარი მილიონის ანაზღაურება მოეთხოვა.

ყველაფერი გეგმის მიხედვით დაიწყო: ე.წ. მძარცველი ბანკში შევარდა ყვირილით და თანხის მაგიდაზე დადება მოითხოვა, მოლარე კარადაზე მიახეთქა, რომელსაც გადმოვარდნილი ქოთანი თავზე დაეცა და გონება დაკარგა. ახალგაზრდა ბანკიდან 530 ათასი რუბლით გავიდა. გარეთ გასულმა, ქუდი მოიხადა და სწორედ ამ დროს ის ნაცნობებმა იცნეს, რომლებმაც, როდესაც ძარცვის შესახებ შეიტყვეს, პოლიციას ყველაფერი მოახსენეს.

ამჟამად სქემის სამივე მონაწილე ძარცვის ბრალდებით დაპატიმრებულია და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 23-06-2018, 12:03
  • 235

კომენტარის დამატება