დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პირველი გეი-ქორწინებისთვის ემზადება » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პირველი გეი-ქორწინებისთვის ემზადება

image
დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად!

სამეფო ოჯახი გეი ქორწინებისთვის ემზადება.

დედოფალ ელისაბედ მეორის ბიძაშვილი, ლორდი აივარ მაუნტბატენი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, პირველი იქნება სამეფო ოჯახში, ვინც მისივე სქესის წარმოამდგენელზე დაქორწინდება. ლორდი, რომელიც ცოლს 9 წლის დაშორდა, 55 წლის ჯეიმს კოულიზე დაქორწინდება. აღსანიშნავია, რომ მას ამ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერს მისი ყოფილი მეუღლე და სამი შვილის დედა პენი.

ლორდი აივარ მაუნტბატენი, მისი ყოფილი ცოლი და მისი საქმრო.

 დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პირველი გეი-ქორწინებისთვის ემზადება


მაუნტბატენი დაპენი 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. განქორწინების შემდეგ, მან ღიად ისაუბრა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე.

ლორდის თქმით, ადრეული ასაკიდან იცოდა, რომ გეი იყო, თუმცა ამას მშობლებს ვერ ეუბნებოდა. შემდეგ კი , როდესაც ცოლი უნდა შეერთო. პენისთვის არ უთქვამს, რომ გეი იყო, უთხრა, რომ ბისექსუალი იყო.

მას შემდეგ, რაც ცოლს გაშორდა და საჯაროდ აღიარა, რომ გეია, ლორდმა აიავრმა და მისმა მეუღლემ ერთობლივი ინტერვიუ მისცეს „დეილი მეილის.“

„ის ყველაზე ძლიერი და გამგებიანი ქალია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ“ - ამბობდა ლორდი „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში.

თავის მხრივ, პენიმაც აღნიშნა, რომ ხვდებოდა, აივარს ძალიან უჭირდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა.

„ყველა, ვინც აივარს იცნობს დამერწმუნება, როგორ შეიცვალა ის, როდესაც აღიარა, რომ გეია. გახდა უფრო მხიარული, თავისუფალი. ის არაჩვეულებრივი მამა და პასუხისმგებლიანი პიროვნებაა“ - ამბობდა ოენი.

ქორწილი ამ ზაფხულს შედგება. ცერემონიას მხოლოდ ახლობლები დაესწრებიან.



ლორდი აივარი სამეფო ოჯახთან და ცოლ-შვილებთან ერთად:




newposts.geскачать dle 12.1
  • 18-06-2018, 12:26
  • 387

კომენტარის დამატება