Techtunes

თურქეთში ლეკვისთვის ფეხებისა და კუდის მოჭრას მასობრივი პროტესტი მოჰყვა

image
რამდენიმე დღის წინ ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში ნაწამები ერთი თვის ლეკვი იპოვეს, რომელსაც ოთხივე ფეხი და კუდი მოჭრილი ჰქონდა. მისი გადარჩენა ვეტერინარებმა ვერ შეძლეს. ლეკვის სიკვდილს მთელ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ თურქული Dailysabah-ი წერს.

ლეკვის სიკვდილის ამბავი თურქული ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე იბეჭდება, სოციალურ ქსელებში კი, მოსახლეობა დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურნენ თურქი პოლიტიკოსებიც, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც წერენ, რომ ეს დანაშაული „კაცობრიობის სირცხვილის სიმბოლოა“.

დანაშაულს გმობს თურქეთის ვიცეპრემიერი, მთავრობის პრესსპიკერი, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე, თურქეთში ცნობილი მსახიობები და მომღერლები.

„მოვუწოდებ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გაუფრთხილდნენ ცხოველებს“-დაწერა Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 17-06-2018, 22:13
  • 391

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image