Techtunes

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

image
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს. რევაზ დავითაძემ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ ააჟღერა. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.скачать dle 12.1
  • 30-03-2018, 23:40
  • 155

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image