,,ეს ნიკაა, გოდერძი ჩოხელის შვილი, ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა” » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

,,ეს ნიკაა, გოდერძი ჩოხელის შვილი, ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა”

image
Facebook მომხმარებელი ირმა სანაძე გოდერძი ჩოხელის შვილზე, ნიკა ჩოხელზე წერს, რომელიც 2016 წელს უბედური შემთხვევის შედეგად ლოგინსაა მიჯაჭვული.

,,ეს ნიკა ჩოხელია , გოდერძი ჩოხელის შვილი ,

ჯან-ღონით სავსე ადამიანი , ჩემი კეთილშობილი ნიკუშა , რომელიც ისეთივე ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა ,რომელსაც ტორმუზი და გაზი, აერია ერთმანეთში , გზის იქით მდგომ ბიჭს ,მთელი სისწრაფით დაეჯახა ,ხრამში გადააგდო . ეს ჯანმრთელი , 28 წლის კაცი და ინვალიდად აქცია . ნიკა , 3 წელია , საწოლსაა მიაჯაჭვული ..

ხოდაა , ამიტომ საშინლად ვბრაზობ ,ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ასეთ , ჭკუასუსტ მძღოლებზე ( არააქვს მნიშვნელობა , კაცია თუ ქალი ) , რომლებიც ,საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს ..

რა მარტივად სათქმელია ,არა , დაიბნა,შეეშალა და რაღაც ეგეთები .. ეხლა ,იმ ოჯახებს მოუყევით , როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ,არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები ..

წეღანდელი , აქტიური , გამპრავებელი ქალები არ გამომეხმაუროთ ,ამ პოსტზე , გაფრთხილებთ ...

პ.ს.

რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია ,ასე სათითაოდ,პასუხის გაცემა , ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო , მინდა გითხრათ,რომ ,ნიკას დიაგნოზი ასეთია : ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა .. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე ,მაგრამ,შედეგი არის , დამბლა .. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს ..რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა ,ძალიან ხანგრძლივი პროცესია .. ექიმებმა არ იციან,აღდგება თუ არა .. ამეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს .. თუკი საჭირო გახდა ,ისევ სადმე წასვლა,სარეაბილიტაციოდ , რადგან,აქ,ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვე დახმარების სურვილი ,მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც .. დიდი მადლობა , გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის ,ოჯახის სახელით გიხდით , ძალიან დიდ მადლობას.

პ.ს-ის პ.ს.

ჩემო მეგობრებო,ასობით ადამიანი მწერს პირადში და მთხოვს ანგარიშის ნომერს .. ამდენი მოწონება ,მხარდაჭერა და გაზიარება , არცკი მახსოვს ამ ჯგუფში და არცარსად ..

მიხარია რომ , ამდენი მაგარი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში .. მიუხედავად იმისა,რომ ნინო (ნიკას დედა,ძლივს აუდის იმ უზარმაზარ ხარჯებს,რაც ნიკუშას მკურნალობას სჭირდება , იმ მასაჟებს,თერაპიას, ნემსებს და წამლებს , მაინც ვერდავწერ ამ ეტაპზე ,იმას ,რომ დაგვეხმაროთ .. ნინო , ნიკა და ლუკა , არმაძლევენ ამის უფლებას ..

გაზიარებული პოსტების კომენტარებიც წავიკითხე და ზოგი ბრაზობს ჩემზე, ანგარიშის ნომერი რატომ არ უწერიაო , ხოდა , ოჯახს არ უნდა ,ასეთი მორიდებული ადამიანები არიან და მეკიდე,ნიკას სიტყვას ვერ გადავალ ..

მოკლედ , თუკი უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობა იქნება , მე აუცილებლად შეგატყობინებთ ..

ძალიან დიდი მადლობა ყველაას.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-06-2018, 11:59
  • 1 473

კომენტარის დამატება