Techtunes

მზიურში "გიგის წვენები" გაქურდეს - წაღებულია დაგროვილი თანხა და წვენის აპარატი

image
მზიურში 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური გაქურდეს - ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე ავრცელებს:

„ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?

გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ: ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს-ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო - მიდის და ქურდავს.

გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან.“ - წერს ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პატარა გიგის თბილისის მერმა კახი კალაძემ მზიურში გაუხსნა ჯიხური, სადაც ის წვენებს ჰყიდდა. ეს ქმედება კალაძისგან იყო გამოწვეული იმით, რომ პატარა ბიჭი ქუჩაში იდგა და იქ ამზადებდა წვენებს, რათა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა, სწორედ ამიტომ თბილისის მერმა გადაწყვიტა სტიმული მიეცა გიგისთვის და საკუთარი ჯიხური ჰქონოდა.

მზიურში "გიგის წვენები" გაქურდეს - წაღებულია დაგროვილი თანხა და წვენის აპარატი


droni.geскачать dle 12.1
  • 13-06-2018, 13:15
  • 1 785

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image