Techtunes

გაბრიელა სპანიკი, გაკოტრების გამო, სახლსა და თავის ტანსაცმელს ყიდის

image
ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ვენესუელელი მსახიობი, გაბრიელა სპანიკი გაკოტრების პირას არის.

ლათინო-ამერიკული მედიის ცნობით, მსახიობი, რომელიც ბოლო 4 წელია არც ერთ ტელევიზიას სამუშაოდ არ მიუწვევია, სიღარიბის ზღვარს უახლოვდება და ამის გამო საკუთარ ნივთებს ყიდის.

...გარდა ამისა, სპანიკმა აუქციონზე მაიამისა და ვენესუელის სახლიც გაიტანა გასაყიდად.

გაბრიელა სპანიკი 2002-2006 წლებსი ტელემუნდოში მუშაობდა, თუმცა რეორგანიზაციის შემდეგ მსახიობს კონტრაქტი გაუუქმეს.

4-წლიანი უმუშევრობის შემდეგ სპანიკთან მუშაობა მექსიკურმა კომპანია ტელევისამ გადაწყვიტა, თუმცა მხოლოდ ერთი როლი მისცეს. ამის შემდეგ მსახიობი ტევე აცტეკას ექსკლუზიური კონტრაქტორი გახდა და სამ სერიალში ითამაშა, თუმცა 2014 წლის შემდეგ კომპანიამ მასთან ურთიერთობაზე უარი თქვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მსახიობის ფინანსური პრობლემები.


dainteresdi.geскачать dle 12.1
  • 5-04-2018, 15:21
  • 560

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image