დევიდ ბექჰემს შვილმა მამის დღე წერილით მიულოცა » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

დევიდ ბექჰემს შვილმა მამის დღე წერილით მიულოცა

image
დიდ ბრიტანეთში მამის დღე 17 ივნისს აღინიშნება. შესაბამისად, ეს დღე ცნობილმა მამა-შვილებმაც აღნიშნეს. კერძოდ, კი ვეტერან ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს შვილმა, ჰარპერ ბექჰემმა, მამის დღე წერილით მიულოცა. ამის შესახებ paintsvilleherald-ი წერს.

"მადლობა იმ სიკეთისა და დახმარებისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენ, იმისთვის, რომ ხელს მიწყობ ლამაზი სურათების ხატვასა და იმ მხიარულებისთვის, რომელიც შენთან ერთად ყოფნას მოაქვს" - ასე იწყება 6 წლის ჰარპერის წერილი, რომელიც მან ფერადი ფანქრებით გააფორმა.

დევიდ ბექჰემს შვილმა მამის დღე წერილით მიულოცა


43 წლის მეუღლისთვის მილოცვა ვიქტორიამაც გადაწყვიტა და ოჯახის უსაყვარლესი ფოტო ატვირთა, რომელსაც ტექსტიც დაურთო - "ნამდვილად საუკეთესო მამა."
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, რომელთაც ოთხი შვი­ლი, სამი ვაჟი - ბრუკ­ლი­ნი, რო­მეო და კრუ­ზი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჰარ­პე­რი ჰყავთ, ერთმანეთს შორდებიან. თუმცა წყვილმა ეს ცნობა უარყო.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 18-06-2018, 17:16
  • 130

კომენტარის დამატება