კიმ კარდაშიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

კიმ კარდაშიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

image
ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკით არ არის დაინტერესებული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს კიდეც. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

შეკითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას კიმმა უპასუხა "არასდროს თქვა არასდროს."

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა და დონალდ ტრამპმა კიმ კარდაშიანის თხოვნით სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა.

ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ კიმმა თქვა, რომ ის არ აპირებს მიღწეული შედეგით პოლიტიკური ქულების დაწერას.

" უბრალოდ ხალხის დახმარება მინდა. დავიწყე ამ კონკრეტული ქალით. ვფიქრობ, ხანდახან ადამიანებმა თავიანთი პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ და ილაპარაკონ რეალურ პრობლემებზე. ამის შემდეგ უფრო მეტი საქმე გაკეთდება,"- უთხრა კარდაშიანმა CNN-ს.

2015 წელს რეპერმა კანიე უესტმა მუსიკალური დაჯილდოება VMA-ს დროს სცენიდან განაცხადა. "გადავწყვიტე, 2020 წელს პრეზიდენტად ვიყარო კენჭი."



imedinews.geскачать dle 12.1
  • 17-06-2018, 10:50
  • 89

კომენტარის დამატება