Techtunes

ქუჩის მუსიკოსად გადაცმულმა კრისტინა აგილერამ ნიუ-იორკის მეტროში იმღერა

image
მომღერალმა კრისტინა აგილერამ, რომელიც ქუჩის მუსიკოსად იყო გადაცმული, ნიუ-იორკის მეტროში იმღერა. მასთან ერთად, ასევე შენიღბულად გამოვიდა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი. ის ელექტრონულ ბანჯოზე უკრავდა.

აგილერას ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მის ფიგურას თავისუფალი სამოსი ფარავდა, სახეს კი - სათვალეები და უზარმაზარი ქუდი. ერთადერთი, რაც მას ყიდდა, მისი გამორჩეული ხმა იყო. ფელონიც პარიკსა და წვერებში იყო წარმოდგენილი და ჰიპსტერივით გამოიყურებოდა.

მომღერალმა არეტა ფრანკლინის ჰიტი Freedom-ი შეასრულა და უამრავი მსმენელი მიიზიდა.



imedinews.geскачать dle 12.1
  • 16-06-2018, 16:25
  • 939

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image