Techtunes

რატომ გაუთეთრდა მაიკლ ჯექსონს კანი - "როდესაც ჩემზე სიცრუეს იგონებენ, გული მტკივა"

image
იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­იკლ ჯექ­სო­ნი მუდ­მი­ვად პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი დე­ტა­ლი ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი.

დღემ­დე ბევ­რს მსჯე­ლო­ბენ მის გა­რეგ­ნო­ბა­ზე, კა­ნის ფერ­ზე, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად შე­ეც­ვა­ლა.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯექ­სო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წყა­რო მე­დი­ას­თან ამ­ტკი­ცებ­და, რომ მუ­სი­კო­სის კანი მთელ სხე­ულ­ზე თეთ­რი იყო, თა­ნაც ნორ­მა­ლურ­ზე თეთ­რი.

რატომ გაუთეთრდა მაიკლ ჯექსონს კანი - "როდესაც ჩემზე სიცრუეს იგონებენ, გული მტკივა"


თა­ვად მომ­ღე­რა­ლი უარ­ყოფ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კა­ნის ფერი გან­გებ შე­იც­ვა­ლა და მუდ­მი­ვად ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჰქონ­და ვი­ტი­ლი­გო - და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ანად­გუ­რებს მე­ლა­ნი­ნის წარ­მომ­ქმნელ უჯრე­დებს - პიგმენტს, რო­მე­ლიც კა­ნის ფერს გან­სა­ზღვრავს. ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად სხე­ულ­ზე მკვეთ­რი, თეთ­რი ლა­ქე­ბი ჩნდე­ბა.

პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს თეთ­რი ლა­ქე­ბი მთელს სხე­ულ­ზე უჩ­ნდე­ბა და კან­ზე რე­ა­ლუ­რი ფე­რის მხო­ლოდ წვრი­ლი წერ­ტი­ლე­ბი რჩე­ბა. თუმ­ცა, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს 1993 წელს ჯექ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის შავ­კა­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი იყო და სა­კუ­თა­რი რა­სი­თა და იდენ­ტო­ბით ამა­ყობ­და.

„მე კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, რო­მე­ლიც კა­ნის პიგმენ­ტა­ცი­ას ანად­გუ­რებს. ამი­სი შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იგო­ნე­ბენ ჩემ­ზე ტყუ­ილ ის­ტო­რი­ებს, ძა­ლი­ან მტკენს გულს,“ - აღ­ნიშ­ნა ჯექ­სონ­მა.



ვი­ტი­ლი­გო­თი ყვე­ლა რა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს, თუმ­ცა უფრო მკვეთ­რად ჩანს მუქი ფე­რის კან­ზე. და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გე­ნე­ტი­კურ გან­წყო­ბა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვად წა­სას­მე­ლი მა­ლა­მო­ე­ბი (კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი) ორა­ლუ­რად მი­სა­ღებ აბებ­თან და ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით თე­რა­პი­ას­თან ერ­თად. მკურ­ნა­ლო­ბას ხში­რად აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი - ჭარბთმი­ა­ნო­ბა, კა­ნის ზედ­მე­ტად გა­მუ­ქე­ბა.

ambebi.geскачать dle 12.1
  • 11-06-2018, 12:15
  • 426

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image