Techtunes

ჯორჯ კლუნი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

image
ოსკაროსანი ჯორჯ კლუნი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. მსახიობი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ცერემონია ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართა. პრემიის ლაურეატად ჯორჯ კლუნი გასული წლის ოქტომბერში დაასახელეს. პრიზი კი გუშინ AFI-ს 46-ე დაჯილდოებაზე გადასცეს.

ჯორჯ კლუნი ორი ოსკარის მფლობელია, ამერიკული კინოაკადემიის მთავრი ჯილდო პირველად მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის 2006 წელს ფილმ „სირიანაში“ განსახიერებული მთავარი როლისთვის მიიღო. მეორე ოსკარი კი კლუნმა 2013 წელს, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში აიღო, სურათისთვის „ოპერაცია არგო“.

ჯორჯ კლუნი ოსკარის ნომინანტად 6 სხვადასხვა ნომინაციაზე იყო დასახელებული. რაც კლუნიმდე მხოლოდ უოლტ დისნეიმ შეძლო.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 9-06-2018, 15:11
  • 150

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image