ტრანსგენდერი ქალის ბაბუა: ცოცხალი ადამიანი იყო, ჩემი გაზრდილი, ვერ მივატოვე » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ტრანსგენდერი ქალის ბაბუა: ცოცხალი ადამიანი იყო, ჩემი გაზრდილი, ვერ მივატოვე

image
24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. სიკვდილამდე თვე-ნახევრის განმავლობაში მას ბაბუა, მამის მამა, და ბებია, დედის დედა, ედგნენ თავზე.

მშობლები დაშორებულები იყვნენ. ტრანსგენდერი ქალი, სახელად ლიკა, წლების განმავლობაში მარტო, ოჯახისგან შორს ცხოვრობდა. შვილის ავადმყოფობის შესახებ დედამ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე შეიტყო. ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება.


"დღე და ღამე მასთან ვიყავი. ცოცხალი ადამიანი იყო და ვერ მივატოვე. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მივედი საავადმყოფოში. დედამისი და ბებიამისიც მოვიდნენ, მე გარეთ გამოვედი და ცოტა ხანში, ყვირილი ატყდა და მივხვდი, რომ გათავებული იყო.


ვეუბნებოდი, არ გინდა ასეთი ცხოვრება, იცხოვრე ადამიანურად მეთქი. სულ ვჩხუბობდით, კიო, მოვბრუნდებიო. როდის მობრუნდები მეთქი და გამოვჯანმრთელდებიო და მერეო. მაგრამ ვეღარ გამოჯანმრთელდა. ჩემი გაზრდილია, ჩემი. რომ დაიბადა, იმ დღიდან.


ერთხელ მოიწამლა და საავადმყოფოში მე და ცხონებული ბებიამისი ვედექით თავზე, იმ საავადმყოფოშიც და აქაც მე ვედექი თავზე. ბებიამისი აღარაა ცოცხალი", - აცხადებს ტრანსგენდერი ქალის ბაბუა "რადიო თავისუფლებასთან".

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 16:04
  • 882

კომენტარის დამატება