“თემირლანს მომღერალი გოგო უყვარდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა” » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

“თემირლანს მომღერალი გოგო უყვარდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა”

image
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თემირლანის ბავშვობას იხსენებს.

თემირლანს.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თემირლანის ბავშვობას იხსენებს.
„თემირლანი ბავშვობიდანვე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. სხვა ბავშვებთან შედარებით არ იყო ცელქი, პირიქით, იყო დინჯი, წყნარი, ოღონდ ამავე დროს ძალიან სამსრთლიანი. თუ ხედავდა, რომ ვინმე კამათობდა და მან იცოდა ვინ იყო მართალი, აუცილებლად მას დაუჭერდა მხარს. ფიზიკურად დიდი იყო, 6 კილოგრამნახევარი დაიბადა.

შეყვარებული ჰყავდა, მომღერალი გოგო უყვარდა. ოჯახის შექმნაზეც კი ფიქრობდა. ასაკით თავისზე უფროს ნათესავებს ეუბნებოდა, 19 წელს არ გადავაშორებ, მეუღლე მალე უნდა მყავდესო. რამდენიმე თვესი გეგმავდა ოჯახის შექმნას და გვეუბნებოდა, მანქანა მიყიდეთო. მე და მალხაზსაც გვქოდნდა გეგმები მის ცხოვრებაზე. ვფიქრობდით, ცოლს მოიყვანს, ბინას თბილისში ვუყიდით, გადავიდნენ და ტკბილად იცხოვრონ-თქო. ჩემს მეუღლეს ნაცნობები გაფრთხილებული ჰყავდა სამსახურზე და თემირლანს დაცვის პოლიციაში უნდა დაეწყო მუშაობა“ – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.
სპეცრაზმელის ტყვიამ თემირლან მაჩალიკაშვილი იმსხვერპლა.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 20-06-2018, 16:15
  • 301

კომენტარის დამატება