„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო“ - გურანდა გაბუნია გიორგი შენგელაიას აკრიტიკებს » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო“ - გურანდა გაბუნია გიორგი შენგელაიას აკრიტიკებს

image
გურანდა გაბუნია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე გიორგი შენგელაიას მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტია.

"ეს არის დიდი რეჟისორი და უნიჭიერესი კაცი. არ მესმის, რატომ დასჭირდა ამის თქმა, ნერვებმოშლილი იყო, ეტყობა. ნორმალური კაცი რატომ იტყვის ამას? მაგრამ რას იზამ... ცხოვრება რომ მიდის, ადამიანები ძალიან იცვლებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, ასეთი რაღაც რომ თქვა.

"ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო და მთელ საქართველოში გაჭირვებულ ხალხს ეხმარება; რამდენი რამ გააკეთა, რამდენი ააშენდა, რამდენი გაარემონტა. ახლა ბათუმში აკეთებს... კიდევ ამის ლანძღვა, არ მესმის.

"გიორგიზე მწყდება გული. მილიონი ხალხია ისეთი, ვისაც გული მისდის - "ამათ რატომ აძლევენ ფულს და იმას არა". საშინელი ხალხი ვართ. სხვას რომ ეთქვა, არ გამიკვირდებოდა. სხვებმა ალბათ არც იციან, რამდენ რამეს აკეთებს ბიძინა", - განაცხადა გურანდა გაბუნიამ.

კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისას ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა.

"მოდით გავაანალიზოთ, რატომ დავეცით. იმიტომ, რომ სულწაწყმედილები გავხდით. ქართველი კაცი წიგნს აღარ კითხულობს. ნელ-ნელა შეგვაჩვიეს ყველაფერს. ფულს შეგვაჩვიეს. გადააჭარბა ბოროტებამ ყველაფერს.

"უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია, თორემ გარეთ ვეღარ გავდივარ სირცხვილით. მე აქციაზე გავალ 10-ში. რა პოლიტიკური პარტიები, რისი პოლიტიკა... ახლა წინა პლანზე ვართ ხალხი და ბავშვები.

"მე არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია ან ბიძინა არის ცუდი კაცი... ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხომ გაიგეთ? მე ორჯერ ვიყავი მასთან და ბოლოს ისე წამოვედი, ვეჩხუბე, ეს ამბები დაწყებული არ იყო. ვეჩხუბე და ვუთხარი - ძმაო, შენ წიგნი არ წაგიკითხავს და რას მელაპარაკები-მეთქი", - თქვა გიორგი შენგელაიამ.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 8-06-2018, 13:22
  • 1 329

კომენტარის დამატება