,,ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო" » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

,,ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო"

image
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი წაიკითხა.

„ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემო ძმებო და დებო. მოგესალმებით საპყრობილიდან და ლოცვა-კურთხევას გიგზავნით. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მომექცა მე, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის. ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი სიყვარულის და მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო. ამ ადამიანმა გადაიტანა შვილის სიკვდილი, მაგრამ ვერ ეგუება და ვერ შეეგუება იმ სიცრუეს და უნდობლობას, რაც პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნა.

დღეს მე სხეულებრივად არ ძალმიძს თქვენ გვერდით ვიდგე, მაგრამ ჩემი ფიქრები და ჩემი ლოცვა თქვენ გეძღვნებათ. მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა და მწუხარების თანამონაწილეობა დავუდასტურო მალხაზ მაჩალიკაშვილს, ვაჟკაც ქისტ კაცს. ასევე, ყველა ჭირისუფალ მშობელს. ღმერთი მოგანიჭებთ სამართალს ნუგეშად.

მოგმართავთ თქვენ, ადამიანებს, რომლებიც მედგრად დგახართ ამ ადამიანები გვერდით, დღეს თითოეული თქვენგანი არის სამართლიანობის მხედარი და უსათნოესია თითოეული თქვენგანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე.

ღრმად მწამს, რომ თქვენი ღვაწლი არის გარანტია იმისა, რომ ამიერიდან ეს სისტემა ვეღარავის ვეღარასდროს გაანადგურებს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იყავნ თქვენი ყოველთა თანა ამინ“, – აღნიშნულია წერილში.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 1-06-2018, 23:34
  • 444

კომენტარის დამატება