Techtunes

აი, რას ამბობენ ცნობილი სახეები ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე და აპირებენ თუ არა მისვლას

image
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და თანაგრძნობის გამოსახატავად მეორე დღეა რუსთაველზე ათასობით ადამიაია გასული. მათ შორის არიან ცნობილი სახეები. დრონი.ჯი რამდენიმე ცნობილ სახეს დაუკავშირდა და გაარკვია რა პოზიცია აქვთ მათ აღნიშნულ აქციასთან „ნუ მოკლავ“ დაკავშირებით და აპირებენ თუ არა რუსთაველზე იმ ათასობით ადამიანს შეუერთნენ:

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვიყავი გუშინ აქციაზე. მინდა რომ პოლიტიკურმა მხარეებმა სპეკულაციაში არ გამოიყენონ ეს ადამიანი და მისი ტკივილი. ვიყავით იქ ძალიან ბევრნი მისულები და გვაღიზიანებდნენ პოლიტიკოსები, თუმცა ჩვენ, ჩვენი პოზიცია გვქონდა და ზუსტად ვიცოდით რის გამოც ვიდექით იქ.

მსახიობი ნიკუშა გორდეზიანი - მე ვიზიარებ ზაზა სარალიძის ტკივილს, ასევე მეც მაწუხებს ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. მე ვიყავი აქციაზე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ მეორედ იქ აღარ მივალ, სადაც ჩემს ხმას გარკვეული პოლიტიკური ძალები თავის სასარგებლოდ იყენებენ და იყენებენ იმ მოთხოვნებისთვის, რომელ მოთხოვნებსაც არ ვიზიარებ. ჩემი აზრით, ამ პროტესტს პოლიტიკური ელფერი აქვს, ამიტომაც თავს ვიკავებ აქციაზე წასვლისგან. ასევე არ მსურს რაიმე პოლიტიკურ პროცესებთან და ძალებთან მქონდეს კავშირი ან ვასოცირდებოდე! ხოლო ჩაგვრას და უსამართლობას ყოველთვის გავაპროტესტებ უბრალო მოქალაქის პოზიციიდან. ვთვლი რომ ეს ჩემი პირველ რიგში ადამიანური და შემდეგ მოქალაქეობრივი ვალია.

მომღერალი გიგი ადამაშვილი - აქციაზე ვიყავი პროკურატურასთანაც და პარლამენტთანაც, დაახლოებით 8 საათი დავყავი აქციაზე, პროკურატურასთან სიტყვითაც გამოვედი და დავაფიქსირე ჩემი მკაფიო პოზიცია. მკვლელები ციხეში! ჩემი სოლიდარობა ბატონ ზაზას.

მათე ხიდაშელი - აბსოლიტურ მხარდაჭერას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს და ჩემ შესაძლებლობებში რაც ჯდება ყველაფერს ვაკეთებ რომ მის გვერდით ვიყო.

ლევან ლაშხი - ვიზიარებ მის მწუხარებას, ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და მთელ ოჯახს ვუსამძიმრებ მთელი გულით. რაც შეეხება აქციაზე გასვლას მხარდაჭერის მიზნით - არ გავალ! ერთი მიზეზის გამო, რომ არ გავხდები იმ მასის ნაწილი, რომელსაც პოლიტიკოსები იარაღად იყენებენ და მათთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს რატო ან რისთვის დგანაან იქ!

droni.geскачать dle 12.1
  • 1-06-2018, 19:37
  • 815

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image