ეს ჭირი სხვადასხვა ფორმით მოძვრება, ამას ვერ ხვდება ზაზა სარალიძე?! გაყაროს ყველა! – ლალი ბადურაშვილი » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ეს ჭირი სხვადასხვა ფორმით მოძვრება, ამას ვერ ხვდება ზაზა სარალიძე?! გაყაროს ყველა! – ლალი ბადურაშვილი

image
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პროცესებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება მსახიობი, ლალი ბადურაშვილი "მარშალპრესთან" საუბრისას ეხმაურება:

"როგორც კი ამ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნა გაისმა, იმ წუთას ვთქვი, რომ ამ ყველაფრის უკან „ნაციონალები“ დგანან. „ნაცები“ ყველგან ყველაფერს ამღვრევენ, აფუჭებენ, ანგრევენ და ამას ზაზა სარალიძე უნდა მიხვდეს. რა გახდა ეს მოუშორებელი ჭირი, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მოძვრება?!
ზაზა სარალიძე უნდა მიხვდეს იმას, რომ მას იყენებენ და კატეგორიულად გაემიჯნოს ჯალათებს. თავი დაანებოს ამ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მოითხოვოს მისი შვილის ამბის გამოძიება და ვინც დასასჯელია, თავისი პერსონალიებით ისინი დაისაჯოს, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნებს – „აი, მთავრობა გადადგეს“ – ამას თავი დაანებოს! პოლიტიკური მოთხოვნების დროა ახლა?! გაემიჯნოს იმ ხალხს, რომლებიც პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევიან, გაყაროს ყველა და მაშინ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუდგება გვერდით. ნუ გააბითურებინებს „ნაციონალებს“ თავს, რომლებიც ხვლიკებივით არიან, მასავით ცდილობენ შემოცოცებას, რომ სარგებელი ნახონ… იმ ადამიანებს როგორ დააინტერესებთ ადამიანის ტრაგედია, რომლებიც თავად იყვნენ შემოქმედი ასეთი ტრაგედიების.
„ნაციონალები“ როგორ იღებენ ხმას? ისინი დემოკრატიულობის ნიღბით შემოსეული ქვეყნის მტრები არიან. „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, „ნაციონალების“ საუბარი სამართალზე და სამართლიანობაზე… მათი მხარდამჭერები რომ ამბობენ, ყველაფერი დადგმულიაო, – „ყველანი ციხეში“ – მათი ხელმძღვანელი რომ გაჰკიოდა, ესეც დადგმული იყო?!

„ესროლეთ, ხელი არ აგიკანკალდეთ!“ – ესეც დადგმული იყო?!

„ორი გვამი მჭირდება“ – ამას ხომ ყველას ვუსმენდით, ესეც დადგმული იყო?!

300 000 პრობაციონერი ქართველი ბიჭი რომ გაანადგურეს – ესეც დადგმული იყო?!

ვინ საუბრობს დღეს სამართლიანობაზე? – ესენი?! ქვეყნის დამაქცევარი, ყველაფერი ქართული რომ ეზიზღებათ, რაც კი არსებობს – თეატრი, კინო, სპორტი, ტრადიცები – ძმობა, მეგობრობა, – ადამიანი… აი, ყველაფერი ეზიზღებათ. დაანებონ ამ საწყალ საქართველოს თავი. რა უფლება აქვთ სამართალზე ილაპარაკონ?!”, – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა „მარშალპრესთან“ საუბარში.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 1-06-2018, 15:27
  • 1 503

კომენტარის დამატება