„გადაღება შეწყდა, თამთას ტელეფონი მიაწოდეს... მას ჩემი გაშვება უკარნახეს... » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

„გადაღება შეწყდა, თამთას ტელეფონი მიაწოდეს... მას ჩემი გაშვება უკარნახეს...

image
„იქს ფაქტორში“ თათია კობალაძის გამოსვლა დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ჟიურის ოთხივე წევრმა კარგი შეფასება გაიმეტა თათიასთვის. მისმა მენტორმა, თამთა გოდუაძემაც აღნიშნა, რომთათიას გამოსვლა, აქამდე გამომსვლელებისგან სრულყოფილებით გამოირჩეოდა. თუმცა თათია 4 სკამის ტურზე პროექტს მიღმა დარჩა.

თათია „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა და ამ ყველაფაერზე საუბარი ითხოვა.

- თათია რა პრეტენზია გაქვს ამ პროექტთან?

- პრეტენზიას ვერ დავარქმევ, მაგრამ გაკვირვებული და გაოცებული ვარ, როგორც სხვები. დავიწყოთ იქიდან, რომ საუკეთესო ათეულში ისე მოვხვდი, თითქოს არც გამივლია ქასთინგი. არ აჩვენეს ჩემი პირველი გამოსვლა.

- იკითე მიზეზი?

- ვიკითხე, მაგრამ პასუხი არ იყო. გიორგი ხაბურზანიამ მითხრა, არ ვიცი იქნები თუ არაო, ბოლო გადაცემა იყო დარჩენილი. პირველად გამომაჩინეს 4 სკამის ტურზე.

- შენ რა ვერსია გაქვს, რატომ არ აჩვენეს შენი პირველი გამოსვლა?

- კარგი გამოსვლა იყო და იმიტომ. ორ კარგ ნამღერს სხვა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან, ვეღარ გაამართლებდნენ ჩემს გამოთიშვას პორექტიდან... არ ვეთანხმები ბავშვების კატეგორიიდან ბათუმელი გოგონას გაშვებას, ბადალი არ ჰყავდა ისე მღეროდა. არ ვეთანხმები ქუთაისელი თამუნას და ასავე სოფიას გაშვებას, ძალიან მაგრად იმღერა ორივემ. და არ ვეთანხმები ბევრი სხვა მონაწილის პროექტს მიღმა დატოვებას...

- მაგრამ, შენ კონკურსანტი ხარ, ეს ხომ ჟიურის პრეროგატივაა, ვინ გაუშვას და ვინ დატოვოს პროექტში.

- კი, მაგრამ მე მგონია იმ კონკრეტული შესრულებით უნდა წყდებოდეს კონკურსანტის ბედი და არა იმით, თუ რას აკეთებდა ის რეპეტიციებზე, რა გაუკეთებია მანამდა და ა. შ. ამის გათვალისწინებით მე უსამართლოდ მომექცნენ. ჩემი მენტორი მეუბნებოდა, აქამდე ვინც გამოვიდა ყველას ჯობიხარო და მერე სკამიდან ამაყენა. არ ვიცი, სასწაული მოხდა... ამოჭრილია სხვა მენტორების შეფასებები ჩემი მისამართით. ია ტომაში არ უნდა დაესვათ-თქო, ამას არ ვამბობ, მაგრამ ამის გამო მე არ უნდა წავსულიყავი... მანამ სანამ თამთა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მობილური ტელეფონი მიაწოდეს. დიდი ალბათობით მას ჩემი გაშვება უკარნახეს პროექტის პროდიუსერებმა. ეს, რა თქმა უნდა, ამოჭრილი იყო. გადაღება შეწყდა ამ მომენტში.

- რას იტყვი გოგონებზე, რომლებიც ამ პროქტში დარჩა თამთას? აქვს შანსი პროექტი მოიგოს?

- თამთა გოდუაძე პროექტს ვერ მოიგებს. მე მგონია, რომ ბიჭების კატეგორია მოიგებს პროექტს... კარგი მონაცეები აქვს თამთა ხუხუნეიშვილს, მაგრამ 4 სკამის ტურზე მართლა ვერ იმღერა ისე, რომ პროექტში დაეტოვებინა მენტორს.

- რას აპირებ, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- მოწვევა მაქვს უკრაინული „ვოისიდან“. ძალიან მინდა წასვლა, არ ვიცი რას ვიზამ. ასევე მოწვევა მაქვს ამერიკის ერთ-ერთი საპორდიუსერო კომპანიიდან. სავარაუდოდ წავალ კალიფორნიაში ოჯახთან ერთად. ყველა კონკურსი გამოცდილებაა. ესეც გამოცდილება იყო ჩემთვის. ამისთვის დიდი მადლობა მანანა მორჩილაძეს და სოფო ტოროშელიძეს. ამ ყველაფრიდან კიდევ ის გავიგე, რომ საქართველოში მუსიკალურ კონკურსში გასვლა არ ღირს.



primetime.geскачать dle 12.1
  • 29-05-2018, 17:43
  • 965

კომენტარის დამატება