Techtunes

ერექციის პრობლემის რამდენიმე ფარული მიზეზი - რჩევები მამაკაცებს

image
ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყოველი მესამე მამაკაცი აწყდება მას. ერექციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, უმეტეს შემთხვევაში (ორგაზმის მიღწევისა და სქესობრივი აქტის პროცესში ერექციის შენარჩუნების შეუძლებლობის ჩათვლით), ასაკს უკავშირდება.

ალკოჰოლი
ერექციის პრობლემები შეიძლება ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ გამოიწვიოს. Everyday Health-ის მონაცემებით, ალკოჰოლი დეპრესანტია, ანუ ის ასუსტებს ფიქრის, ლაპარაკისა და ეფექტურად მოძრაობის უნარს. ამასთან, აქვეითებს განწყობას და ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, რადგან უშუალოდ მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე. კვლევები აჩვენებს, რომ დიდხანს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება ხანგრძლივი ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.

პრეზერვატივი
კვლევები ამტკიცებს, რომ ზოგიერთ მამაკაცს
პრეზერვატივი ერექციის შენარჩუნებაში უშლის ხელს. თუმცა დაუცველი სექსი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის. ამიტომ პრეზერვატივი შესაბამისი ზომისა უნდა იყოს.

სიგარეტი
თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის თითქმის ყველა მაჩვენებელზე, მათ შორის სქესობრივზეც. რამდენადაც ერექციას მამაკაცის სასქესო ასოსკენ წამოსული სისხლის ნაკადის გაზრდა იწვევს, სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება ერექციის პრობლემები გამოიწვიოს. ახალგაზრდა მამაკაცების ერექციასთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზი სიგარეტია. საბედნიეროდ, ის შექცევადია. მწეველებს შორის ერექციული დისფუნქციის კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს უკუგდებით შემთხვევათა 75%-ში სექსუალური ეფექტურობა იზრდებოდა.

სტრესი
სასქესო ასოს ფუნქციონირება დიდწილად ტვინზეა დამოკიდებული. ასე რომ, დიდმა სტრესმა შეიძლება მამაკაცს ხელი შეუშალოს ერექციის მიღებასა და შენარჩუნებაში. აქვე შეიძლება სხვადასხვა სახის ემოციური მოშლილობა გავაერთიანოთ. ერექცია შეიძლება გაართულოს პარტნიორის მიმართ მიზიდულობის არარსებობამ ან ეჭვიანობამ, გულახდილი საუბრით კი, პირიქით, პრობლემის გამოსწორებაა შესაძლებელი.

ველოსპორტი
“Journal of Sexual Medicine”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, რომ მამაკაც ველსოპედისთა დაახლოებით 4%-ს, რომელიც კვირაში 3 საათს ველოსიპედზე ატარებს, ზომიერიდან მძიმე ხარისხით გამოხატული ერექციული დისფუნქცია აღენიშნება, მაშინ როდესაც იგივე პრობლემა მორბენალთა მხოლოდ 1%-ს აწუხებს. ველოსიპედზე “ამხედრებისას” სხეულის მასა აწვება სასქესო ასოსკენ მიმავალ ნერვებსა და არტერიებს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები შეიძლება დაზიანდეს, რაც პენისისკენ სისხლის მიწოდებას დააქვეითებს და ერექციული დისფუნქცია განვითარდება.

დეპრესია
როგორც Cleveland Clinic Foundation-ი გვატყობინებს, დეპრესიაში მყოფი მამაკაცების 61%-ს მძიმე სქესობრივი პრობლემები აწუხებს. ანტიდეპრესანტები კი პირდაპირ მოქმედებენ ლიბიდოზე, აქვეითებენ სქესობრივ ლტოლვასა და აქტივობას. შედეგად იქმნება მანკიერი წრე.

ეჭვიანობა
კარგადაა ცნობილი, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვნად მოქმედებენ სქესობრივ ცხოვრებაზე. ეჭვიანობის სცენები კი ლტოლვასა და ძალას აფერხებენ.

mkurnali.geскачать dle 12.1
  • 19-05-2018, 15:51
  • 289

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image