Techtunes

40 წლის "გოგონები" - საუკეთესო ასაკი ქალის ცხოვრებაში

image
მათ დიდი ხანია არ გააჩნიათ დაზეპირებული ფრაზები, ცდუნებისთვის მომზადებული ხრიკები და მორიგი გასასვლელი ჩაცმულობა. ისინი აღარ იმყოფებიან "აქტიურ ძებნაში". მათ უკვე იპოვნეს ის, ვინც სჭირდებოდათ მთელი ეს წლები - რეალური საკუთარი თავი. და აღმოჩნდა, რომ ასეთი ნამდვილები ისინი ძალიან საინტერესოები არიან გარშემომყოფებისთვის. პრაქტიკულად ყველასთვის, და ღირსეული მამაკაცისთვის - მითუმეტეს.

მათ ისევ იციან გულამოსკვნით ტირილი და გულიანად სიცილი. მათ სძულთ ის დრო, როცა, რაც არ უნდა ყოფილიყო, საჭირო იყო ზურგის სწორად დაჭერა, გაღიმება, თუნდაც როცა გეტირება. მათ მობეზრდათ საკუთარი თავის ხელში აყვანა, მათ გაინთავისუფლეს ხელები - და თავისუფლებაზე გამოვიდა ცოცხალი, ნამდვილი.

ისინი ცხოვრობენ, როგორც სუნთქავენ: ხან მძვინვარედ, ხან ნელა და ძლივს გასაგონად, ხანაც აჩქარებულად და აზარტულად... სუნთქავენ ცხოვრების რიტმში, ცხოვრობენ სუნთქვის რიტმში. როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ ეს გამოუვიდათ: ერთდროულად იცხოვრონ ცხოვრებასთან.

40 წელს გადაცილებული "გოგონები" საშინლად ცნობისმოყვარეები არიან. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ "ყველაფერი ვიცის" შემდეგ თურმე გარშემო ბევრი საინტერესო რამ არის. ცეკვაც, იოგაც, პროგრამირება, მოგზაურობა და კულინარია. და მათ ეს ყველაფერი გამოსდით.

40 წელს გადაცილებული "გოგონები" სულაც არ არიან დეიდები. ისინი ატარებენ გრძელ ქვედაბოლოს, იმიტომ რომ ეს ძალიან ლამაზია. მოკლესაც ატარებენ, და ჯინსებსაც. მათ არაფრის გაგონება არ სურთ "მოდურის", "ტრენდის" და "ამ სეზონშის" შესახებ. მათ უნდათ, რომ პირადად მათთვის იყოს ლამაზი. და ამ სილამაზეში ძალიან ბევრი ქალური, თბილი და აუჩქარებელია.

40 წელს გადაცილებული "გოგონები" აღარ ითვლიან კალორიებს. იმიტომ რომ სიყვარული, ინტერესი, მოძრაობა, აზარტი, შთაგონება ფიტნეს-დარბაზებსა და პლასტიკურ ქირურგებზე ბევრად უფრო უკეთესად მუშაობს. დიახ, იმიტომაც გახდნენ ასეთი ლამაზები.

40 წელს გადაცილებულმა "გოგონებმა" დაივიწყეს დროის მენეჯმენტი და ტრანსფორმაციული მეტყველება. მათ თითოეული წუთის ფასი იციან, ყველგან ასწრებენ, არსად არ აგვიანდებათ, იმიტომ რომ არსად ეჩქარებათ.


mkurnali.geскачать dle 12.1
  • 8-05-2018, 00:40
  • 605

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image