Techtunes

თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სხვათა განკითხვას სწავლობს

image
ეს მოკლე რჩევები იმედნად მარტივი და იმავდროულად ბრძნულია, ყველას დააფიქრებს. იტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოგიურ აღზრდაში. მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, ასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან.

1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4. თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.

mshoblebi.geскачать dle 12.1
  • 28-04-2018, 00:13
  • 275

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image