Techtunes

როგორ აქცევთ სოციალური ქსელით მამაკაცს თქვენზე მიჯაჭვულად? – 5 რჩევა ქალებს

image
ვნახოთ, რა არის სოციალურ ქსელში ის 5 აქტივობა, რომელთა საშუალებითაც მამაკაცები ქალებზე მიჯაჭვულები ხდებიან.

1. ფოტოების გამოქვეყნება, სადაც საყვარელ მამაკაცთან ერთად რომანტიკულ ადგილას, ან რაიმე კონცერტზე ხართ აღბეჭდილი, რომელიც "მას" თქვენ გვერდით გატარებულ სასიამოვნო წუთებს გაახსენებს - თუ გამოაქვეყნებთ ფოტოებს, რომლებიც მას სასიამოვნო მომენტებს გაახსენებს, გაახსენებს რამდენი საინტერესო წუთი აქვს თქვენ გვერდით გატარებული, ეს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. თუმცა იცოდეთ, რომ მსგავს ეფექტს ვერ მიიღებთ, თუ თქვენი ყოველდღიურობის შესახებ ყოველ წუთში ფოტოს ატვირთავთ, ატვირთეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სურათები.

2. მისწერეთ მას მხიარული ტექსტები, გაუგზავნეთ სასაცილო ფოტოები, გიფები, მიმები და ვიდეოები - ზოგჯერ ფოტოებით და ვიდეოებით კომუნიკაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე სიტყვებით. ამ მეთოდით შეძლებთ მის გაღიმებას, კარგ ხასიათზე დაყენებას. შეძლებთ, რომ მისი დღე მხიარულად აქციოთ და თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. და გვერწმუნეთ, ის ვერ გაძლებს თქვენთან მხიარული მიმოწერის გარეშე, თქვენ გახდებით ადამიანი, რომელსაც მისი გაბედნიერება ნებისმიერ წუთს შეუძლია.

3. მონიშნეთ ისეთ პოსტებზე, რომლებიც მას მოეწონება - მონიშნეთ ისეთ პოსტებზე, ან კომენტარებში, რომელიც მას მოეწონება, ისეთ პოსტებზე, რომლებიც მისი ინტერესის სფეროა. მიულოცეთ „ფეისბუქზე“ რაიმე წარმატება, ან მონიშნეთ ისეთ პოსტზე რომელიც გააღიმებს.

4. ყოველთვის გაეპრანჭეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ფლირტი საუკეთესო რამაა ურთიერთობის სიმყარისთვის - მისწერეთ მას კომპლიმენტები, უთხარით რას ფიქრობთ სინამდვილეში. მისწერეთ მას, რომ ძალიან სექსუალურია, ან რომ ძალიან მოგენატრათ. მსგავსი ქმედებით გააბედნიერებთ.

5. გაუგზავნეთ მას მხიარული შაბათ-კვირის გასატარებლად მიწვევა - წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი მამაკაცი გახსნის თქვენგან მიწვევას, სადაც წერია, რომ ის შეძლებს დაკავდეს თავისი საყვარელი საქმიანობით, მაგ: კლდეზე ცოცვით, ან კინოში ახალი კომედიის ნახვით. ეს ძალიან გააბედნიერებს და თქვენით აღფრთოვანებული დარჩება.

როგორც მკვლევარები წერენ, ყველა ამ აქტივობის შედეგად, ქვეცნობიერად მამაკაცი ქალზე მიჯაჭვული ხდება და მის გარეშე ვერც ვირტუალურ სივრცეში და ვერც რეალურ ცხოვრებაში არსებობა ვერ წარმოუდგენია.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 31-05-2018, 14:35
  • 266

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image