Techtunes

შავი ღვინო პროსტატის კიბოსგან იცავს

image
ღვინო ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სასმელად არის აღიარებული.

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო გამოკვლევების თანახმად, ყოველდღიურად, ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებით, შესაძლებელია პროსტატის კიბოს რისკის შემცირება. თეთრი ღვინო კი შესაბამის რისკს ამაღლებს.

შავი ღვინის ზომიერი მიღება რისკს დაახლოებით 12%-ით ამცირებს. საიდუმლო შავ ღვინოში პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციაშია. ამ ნაერთებს ანთებისსაწინააღმდეგო და კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ცნობილია, რომ შავ ღვინოში პოლიფენოლები დაახლოებით 20-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრ ღვინოში.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შავი ღვინის დადებითი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ადამიანი დღეში ერთ ჭიქას მიირთმევს, მეტის მიღების შემთხვევაში პოზიტიური ეფექტი იკარგება.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-05-2018, 22:39
  • 338

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image