ვინ იყო ნანი ბრეგვაძის ქმარი, რომელსაც მომღერალი ორჯერ დაშორდა - უცნობი ფაქტები ესტრადის ვარსკვლავის ცხოვრებიდან » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ვინ იყო ნანი ბრეგვაძის ქმარი, რომელსაც მომღერალი ორჯერ დაშორდა - უცნობი ფაქტები ესტრადის ვარსკვლავის ცხოვრებიდან

image
ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის პოპულარობას საბჭოთა კავშირის პერიოდში მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალბატონი მკვეთრი აქცენტითა და ძლიერი ხმით ყოველთვის ხვდებოდა საზოგადოების თვალთახედვის არეში.

მისით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი ისევ მარტო დარჩა...

"დედიკოს გოგო"
...
როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი.

დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა.

იხილეთ ვრცლადскачать dle 12.1
  • 11-05-2018, 00:00
  • 846

კომენტარის დამატება