რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

image
ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ცოტა ხნის წინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები" ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. წარმატებულ შვილიშვილზე სასაუბროდ AMBEBI.GE სწორედ კახა ქორიძეს ესტუმრა.

...- ბატონო კახა, როგორ შეხვდით და როგორ აფასებთ შვილიშვილის წარმატებას?

- დიდი სიხარულით შევხდი და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებას. დაჯილდოების დღეს, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში, მასზე საოცარი სიტყვები მოვისმინე: "ირაკლის წარმატება საქართველოს კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. მან ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა შემოგვთავაზა ფილმში „მძევლები“. ირაკლიმ ამ დრამაში ემოციური სიღრმე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა შეძლო, წარმოუდგენელი ოსტატობით გადმოეცა გმირის ისეთი ემოციები, როგორიც არის ვნება, გაბრაზება და მგრძნობიარე ბუნება.

იხილეთ სრულადскачать dle 12.1
  • 29-04-2018, 00:34
  • 1 831

კომენტარის დამატება