Techtunes

ბორის ბედია: „ღმერთმა იმდენი მომცეს, რომ ჩემს შვილს ისე ვუპატრონო, როგორც საჭიროა“

image
მომღერალ ბორის ბედიას უკრაინელი ქალი, ლარისა სტროკინა უჩივის, რომლის თქმითა და ახლა უკვე სასამართლო მტკიცებულებითაც, მისი 3 წლის გოგონას მამა ბორიაა.

ბავშვის დედა მომღერალს ალიმენტის გადახდას სთხოვს. ამის შესახებ პრესაში ლარისასა და ბორიას ადვოკატებმა უკვე ისაუბრეს. ბორის ბედია კი აღნიშნულ საკითხზე პირველად Funtime-თან საუბრობს:

- სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ 3 წლის პატარა ჩემი შვილია. გვარიც მიიღო. დავა ალიმენტზეა. ლარისა ჩემგან, როგორც მამისგან, ძალიან დიდ თანხას, თვეში 1500 დოლარს ითხოვდა, რაც სისულელეა. სასამართლოს რამდენჯერმე შევთავაზე, რომ, თუ შვილის გაზრდა უჭირდა, ბავშვი საქართველოში გამოეშვა და მე გავზრდიდი, რაზეც ლარისამ უარი თქვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ორჯერ გავასაჩივრე და 1500 დოლარიდან თვეში 300 ლარზე ჩამოვიდნენ. არ ვმუშაობ და მინიმალურ ალიმენტსაც გადავიხდი, რაც უმუშევარ ადამიანს შეეფერება. ღმერთმა იმდენი მომცეს, რომ ჩემს შვილს ისე ვუპატრონო, როგორც საჭიროა.

- ლარისა რას საქმიანობს?
- ძალიან შეძლებული ადამიანია და ღმერთმა მეტი მისცეს! უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და ფინანსურად არ უჭირს.

- ბავშვი არ გინახავთ?
- ვინ მაჩვენა? ჩემს შვილს ფოტოებიდანაც არ ვიცნობ.

- როგორც ლარისას ადვოკატი ამბობს, ერთად 2 წელი გაატარეთ...
- ჩვენი ურთიერთობა ერთკვირიანი იყო. მასთან ერთჯერადად მქონდა ურთიერთობა. არც ცოლად მომიყვანია. ათას ქალთან რომ გავიარო, ყველა ცოლი ხომ არ იქნება?

- ლარისა სად გაიცანით?
- ლარისა თბილისში, რესტორანში გავიცანი. ტელეფონის ნომერიც იქ მომცა. GDS-ზე პროექტ „ერთი ერთში“ რომ ვმონაწილეობდი, საგულშემატკივროდაც ჩამოვიდა. დედაჩემიც იქ ნახა და არა სახლში.

funtime.geскачать dle 12.1
  • 5-06-2018, 13:13
  • 291

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image