როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

image
შვიდი თვე გავიდა, რაც ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე აღარ არის... კინომსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.

კინოში პირველად ექვსი წლის ასაკში გადაიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმში "უსახელო უფლისციხელი", მაშინ ლიკა ქავჟარაძე კადრში რამდენჯერმე გამოჩნდა სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ იყო ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "შადრევანი" და "მშვენიერი კოსტიუმი". 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია ქართულ ფილმში. სწორედ ამ წელს გამოჩნდა ლიკა ქავჟარაძე ლანა ღოღობერიძის ფილმში "როცა აყვავდა ნუში", 12 წლის გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის ტოტი მოჰქონდა ქუჩაში, გამოჩნდა ამ ეპიზოდში და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ. წელს პირველად, ყველაზე ლამაზი გოგონას გარეშე აყვავდა ნუში თბილისში...

როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

1976 წელს გადაღებულ თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე", ლიკამ 16 წლისამ ითამაშა. როგორც თავად იხსენებდა ფილმის გადაღება ურთულესი სცენით დაიწყეს:

"ფილმის გადაღება დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენით, ჩიტი რომ შემოფრინდება ოთახში. დავიწყეთ გადაღება, ჩემი და ზაზას საერთო სცენა იყო, ვითამაშეთ და როგორც კი მორჩა გადაღება მე პირველ რიგში შევხედე თენგიზ აბულაძეს, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ თენგიზი იყო ჩემი შემფასებელი პირველ რიგში, შევხედე თენგიზს და მას თვალებზე ჰქონდა ცრემლები, ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა.."

ფილმის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე რეჟისორთან ერთად თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ ლიკა ქავჟარაძეზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. თავად მსახიობი ასე იხსენებდა ირანში გატარებულ დღეებს:

"ჩემთვის განსაკუთრებით, 16 წლის გოგოსთვის იყო საოცრება, იმიტომ რომ ვგრძნობდი, რომ ვარ სადღაც ზღაპარში. ახლაც ვიგონებ, როცა შემიძლია ვთქვა, რომ პარიზში ვიყავი სამჯერ, იტალიაში ვარ ნამყოფი და კიდევ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ასეთი განცდა და სილამაზე მე არ მინახია საერთოდ და მას შემდეგ აღმოსავლეთზე ვგიჟდები... მოკლედ, შევდივარ ფესტივალზე, დარბაზში შემოდის ენტონი ქვინი თავისი შემართებით, ფრაკში ჩაცმული და მე ვდგავარ, ვუყურებ გაფართოებული თვალებით. ვიღაც რუსმა მითხრა - მიდი და მასთან ერთად ფოტოს გადაგიღებო, მოულოდნელად ამ კაცმა გაშალა ხელები და მეუბნება - "მოდი, ჩემო რუსულო სილამაზევ!" მე მაშინვე სახე შემეცვალა, ის დარჩა გაღიმებული. მე სახე დამეჭყანა, რუსი რომ მიწოდა, ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, არ მეტყობა რომ ქართველი ვარ და არა რუსი?!



..მახსოვს, ფესტივალის ბოლო დღეს არ მეძინება, არის ღამის ოთხი საათი, ვწევარ, წიგნს ვკითხულობ და მესმის რომ ვიღაც აღებს კარებს, ცდილობს ოთახში შემოსვლას. ისე შემეშინდა, ავტეხე საშინელი ყვირილი. მეორე დღეს ვეუბნები აბულაძეს, ბატონო თენგიზ ძალიან შემეშინდა, ის ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი ვინმემ არ შემოანგრიოს ან არ გააღოს კარები-თქო. ჩამოვდივარ თბილისში და თენგიზი მეუბნება, შენ იცი რომ იქ შენი მოტაცება უნდოდათო? მერე აქ ვიღაცამ ისიც მითხრა, რომ შაჰის შვილს, რომელიც იყო თექვსმეტი წლის, ჩემი მოტაცება უნდოდა. არ ვიცი, ეს მიამატეს ამ ამბავს თუ არა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდი თბილისში..." - იხსენებდა ლიკა ქავჟარაძე.

მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად, ერთ-ერთი რომელიც "ნატვრის ხემ" დაიმსახურა, იყო "ოქროს ჯიხვი" 1977 წლის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე - ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

ambebi.ge

скачать dle 12.1
  • 21-05-2018, 23:23
  • 1 023

კომენტარის დამატება