პალმები კულისებში, ოთახი სათვალეებისთვის-სუპერვარსკვლავების მოთხოვნები კონცერტის წინ » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

პალმები კულისებში, ოთახი სათვალეებისთვის-სუპერვარსკვლავების მოთხოვნები კონცერტის წინ

image
ელტონ ჯონის ყველაზე გავრცელებული მოთხოვნების სია შემდეგია.

სპეციალური ტემპერატურა სასტუმროს ნომერში. (როგორც მომღერლისთვის ასევე მისი ყვავილებისა და აქსესუარებისთვის)

cranberry – ის მარკის წვენები.

skim – ის მარკის რძე.

of Pinot Grigio ღვინო

პატარა ბოთლებით San Pellegrino-ს ან Evian წყალი.

ასევე სპეციალური ოთახი მისი სათვალეებისთვის, რომელსაც მომღერალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითხოვს როდესაც საკონცერტო ტურნეში იმყოფება.

საქართველოში კი მომღერალთან ერთად ჩამოვა 37 ადამიანი, აქედან 27 მომსახურე პერსონალი იქნება. ასევე ჩამოვა რამდენიმე დიდი სატვირთო, სადაც მოთავსებული იქნება, მისი საკონცერტო ტექნიკური მოწყობილობები და მომღერლის ყველასათვის ცნობილი ექსტრავაგანტული როიალები.

ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ ელტონ ჯონმა შეკვეთილში კონცერტისთვის მოითხოვა პალმები, ფიკუსები, იშვიათი ჯიშის მცენარეები, ყვავილებით მორთული ოთახი და კულისები.

ვინაიდან ლეგენდარული მომღერალი სპორტის, დიდი გულშემატკივარია, მისი კონცერტი კი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაიმართება, ამიტომ მისი კიდევ ერთი მოთხოვნაა, ოთახსა და კულისებში, სპორტული არხების შეუზღუდავი რაოდენობა.

რობი უილიამსი რომელიც ცნობილია, თავისი ვარსკვლავური ახირებებით, საქართველოს უკვე ესტუმრა, მისი მოთხოვნების სია კი ასე გამოიყურება: მომღერალი მოგზაურობს 120 კაციან გარემოცვაში: ჯგუფის წევრები, მისი ტექნიკური თანამშრომლები, რვა მენეჯერმა, ექვსი დაცვის წევრი, მისი პერსონალური თმის სტილისტი და პირადი მასაჟი.

ასევე, ექვსი მზარეული და მომსახურე პერსონალი. ითხოვს, რომ კულისებში დახვდეს 30 დივანი, 16ლ. რძე, 48 კვერცხი და 50კგ ყინული. თუმცა საქართველოში სტუმრობის დროს, მომღერალს, მსგავსი მოთხოვნები არ წამოუყენებია, როგორც წესი, არტისტები ითხოვენ, რომ მოსასვენებელ ოთახებში იყოს რბილი ავეჯი, რაც ისედაც გათვალისწინებული იყო, თუმცა 30 დივანზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება კვებას, მოითხოვა ჯანსაღი საკვები და რაც შეიძლება, ბევრ მწვანე პროდუქტი. ასევე, ენერგეტიკული სასმელები და წყალი კულისებში.

ბიონსე – მომღერალი ითხოვს აუზში 78 გრადუსზე წყლის ტემპერატურას, ვარდის სურნელოვან სანთლებს ოთახში და პეპსის გაზიან სასმელს. ასევე 78 გრადუსზე უნდა იყოს ტემპერატურა მისი გარდერობშიც, 4 ბრენდული დიდი თეთრი პირსახოცი სააბაზანოში და ერთი დიდი მაგიდა თეთრი გადასაფარებლით.

რაც შეეხება საკვებს, ითხოვს გამომცხვარი ქათმის ფრთებს, ფეხებსა და გულმკერდს, ნივრიან ბროკოლს, მსუბუქი სუნელებით შეზავებულ მწვანე ლობიოს და ისპანახს. მას შეუძლია მხოლოდ პეპსის დალევა, კონტაქტის გამო, ასევე „აკვაფინას“ წყალი ოთახის ტემპერტურაზე და ძალიან უყვარს ლიმონიანი ჩაი.

ადელი – ადელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად თან ჰქონდეს Marlboro Lights მინიმუმ ერთი პაკეტი, 2 ბოთლი საუკეთესო კალიფორნიული წითელი და 2 ბოთლი თეთრი ღვინო. კვების მხრივ მისი ძირითადი მოთხოვნა არის, ქათმის სენდვიჩები, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს პომიდორს, ორგანული თაფლი, 12 პატარა ბოთლი ოთახის ტემპერატურის წყალი, ბევრი ჩაი, საღეჭი რეზინების ასორტიმენტი და ახალი ხილი.

Jay z– მომღერალი ითხოვს 7 ოთახს გარდერობისთვის, ასევე საუკეთესო ხარისხის მიწის თხილის კარაქს, დიდი რაოდენობით ყინულს და ოთახებში 72 გრადუს ტემპერატურას, ოთახში, თავის საყვარელ სავარძელისა და მაგიდის დადგმას.

ასევე ითხოვს, ფიჯის წყლის 48 ბოთლს, აქედან 24 ცივი, 24 კი, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, 6 ბოთლ კოკა-კოლას, 6 ბოთლ ენერგეტიკულ სასმელს და 6 ბოთლ ვიტანიმინებით გაჯერებულ წყალს. კარგი ხარისხის ახალ ხილს, კერძოდ ყურძენს, ჩხელ ჩაის და ალკოჰლთან დაკავშირებით ყველაფერს.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 22-06-2018, 16:43
  • 292

კომენტარის დამატება