Techtunes

კრიშტიანუ რონალდუ ქორწინდება

image
ფეხბურთში რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ფეხბურთელებს თაყვანისმცემლებთან ერთად მეორე ნახევრები და მეგობარი გოგოებიც ამხნევებენ. ცნობილი სპორტსმენების ცოლები და შეყვარებულები მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილან. ამის შესახებ extratv-ი წერს.

გაირკვა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელების ყველაზე ლამაზი მეორე ნახევრების ვინაობა. მათ შორის მოხვდა კრიშტიანუ რონალდუს შვილის დედა მოდელი ჯორჯინა როდრიგესი.

თუმცა, აქ აღსანიშნავი ისაა, რომ ჯორჯინას თითზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. ამიტომ მედიაში ვარაუდობენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ დაქორწინებას აპირებს. მედიაში წერენ იმასაც, რომ 22 წლის ჯორჯინა როდრიგესი ორსულადაა.

7 თვეა, რაც ჯორჯინასა და კრიშტიანუს საერთო შვილი ალანა მარტინა გაჩნდა. ფეხბურთელს მანამდე უკვე ჰყავდა 6 წლის უმცროსი კრიშტიანუ და ტყუპები - ევა და მათეუ. ბოლოს კი ალანა მარტინა შეემატათ.

უფროსი შვილი და ტყუპები კრიშტიანუს სუროგატი დედისგან ჰყავს, ანა მარტინა კი მისი და ჯორჯინას პირველი საერთო შვილია. ფეხბურთელის სურვილია შვიდი შვილი ჰყავდეს.



imedinews.geскачать dle 12.1
  • 21-06-2018, 11:13
  • 150

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image