Techtunes

ლელა წურწუმიას კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარით დაასუბსიდირეს

image
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტებისთვის დარბაზების ქირის ხარჯს გადაუხდის.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და შეარჩიეს მუსიკალური ღონისძიებები და არტისტები, რომელთაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარბაზების ქირას გადაუხდის.

კერძოდ, „ბლექ სი არენას“ მომსახურება ჯდება 45 000 ლარი, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) - 25,000, ხოლო ბათუმის მუსიკის სახლის - 7,000.

ტურიზმის ეროვნული ადმიისტრაციის ინფორმაციით, ლელა წურწუმიას შოუ დღეს, 20 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 23 ნოემბერს - ბათუმის მუსიკის სახლში.

როგორც BM.ge-ის მომღერლის პროდუსერმა კახა მამულაშვილმა განუცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა ქართული შოუ-ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, დარბაზების მომსახურების ხარჯი ჯამური ხარჯების თითქმის 30-40 პროცენტია. ჩვენ წარვადგინეთ ორი პროექტი და ორივე მოიწონეს. როგორც უკვე დაანონსდა, ლელა წურწუმიას მორიგი შოუ ბათუმში 23 მაისს, გიორგობას გაიმართება“, - განაცხადა კახა მამულაშვილმა.

მისი თქმით, ფილარმონიაში დღეს დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

„სრული ანშლაგი გვაქვს. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმუმი 80 ლარი იყო. ყველა გაიყიდა.“, - აღნიშნა წურწუმიას პროდუსერმა.

digest.pia.ge
скачать dle 12.1
  • 20-05-2018, 14:19
  • 482

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image