Techtunes

ბლოგი გურმანებისთვის - უგემრიელესი ატმის "პეროგი"

image
ინგრედიენტები

კვერცხი - 5 ც

მაწონი - 400 გ

მარგარინი - 250 გ

ფქვილი - 0.8 კგ

ვანილი

გამაფხვიერებელი - 1 სკ

ატამი - 400 გ

რაც შეიძლება სახლში გქონდეთ

შაქარი - 0.5 კგ

სოდა - 10 გ

მარილი - 1/4 ჩკ

შაქრის სიროფი

მომზადების წესი


1. 5 კვერცხი და 2,5 ჭიქა შაქარი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით. დაუმატეთ 250 გრ გამდნარი კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, 1 სკ გამაფხვიერებელი, ვანილი, 1/4 ჩკ მარილი და 4-5 ჭიქა ფქვილი. მოზილეთ ფაფუკი ცომი.

2. ჩაასხით ცომი ფორმაში და ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ატმები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

3. სანამ ცხობას დაასრულებთ, თავზე მოასხით შაქრის სიროფი და კვლავ შედგით ღუმელში. ასე "პეროგი" უფრო ოქროსფერი და სასიამოვნოდ ნამიანი გამოდის.

4. სიროფი: აადუღეთ 100 გრ წყალი, ჩაყარეთ 150 გრ შაქრის ფხვნილი, ადუღეთ 10-15 წთ.скачать dle 12.1
  • 28-03-2018, 21:54
  • 166

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image