Techtunes

ბლოგი გურმანებისთვის - კარტოფილის ბურთები ხორცის ფარშით

image
ინგრედიენტები

ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2 კბილი
შერეული ხორცის ფარში - 400 გ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
ისპანახის ფოთლები - 2 ჭიქა
კარტოფილი - 5 ცალი
კვერცხი - 1 კვერცხი
მარილი და პილპილი
ხახვის ფხვნილი - 1 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 1 ჩ/კ
პარმეზანი - 1/2 ჭიქა, გახეხილი
ყველი ჩედერი

მომზადების წესები

ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ ხახვი, ნიორი, დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ, სანამ ფარში თითქმის მზად არ იქნება, დაუმატეთ ისპანახის ფოთლები, მარილი და პილპილი და გააგძელეთ მომზადება.

ამასობაში გაფცქვენით კარტოფილი და გახეხეთ მსხვილად. შემდეგ გაწურეთ. დაუმატეთ გაწურულ კარტოფილს, 1 კვერცხი, ხახვისა და ნივრის ფხვნილი, პარმეზანი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.

აიღეთ პატარა ფიალა, ჩააფინეთ 2 ფენად საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კიდეებზეც გადმოეფინოს ჯამს. ჩადეთ კარტოფილის მასის 1/4 და მიეცით ფიალის ფორმა. ჩაყარეთ 1 ს/კ გახეხილი ყველი ჩედერი, შემდეგ მოათავსეთ ფარშის მასა გულში და მოუკარით თავი პარკს. ასე გააკეთეთ დაახლოებით 4 მოზრდილი კარტოფილის ბურთულა და გააცივეთ 30 წუთის განმავლობაში მაცივარში.

შემდეგ გადაიტენეთ კარტოფილის გუნდები ცხიმწასმულ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.

წყარო: gemrielia.geскачать dle 12.1
  • 28-03-2018, 21:46
  • 235

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image