Techtunes

ბლოგი გურმანებისთვის - საქონლის ხორცის რულეტი ყველით

image
ხორცის რულეტი - უცხო კერძი არ არის, მაგრამ ეს რეცეპტი განსაკუთრებულია. ხორცი რბილი და წვნიანი გამოდის, ხოლო გულსართი საოცრად გემრიელი, თუმცა ის მ ხოლოდ ყველია სანელებლებით.

ინგრედიენტები

საქონლის რბილი ხორცი - 1 კგ
მაგარი სახეობის ყველი - 200 გ
ტომატის წვენი - 400 მლ
ხახვი - 1 ცალი
თეთრი მშრალი ღვინო - 3 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
საფანელი - 3 ს/კ
ოხრახუში - 0,5 ჩ/კ დაჭრილი
ნიორი - 2 კბილი
ბაზილიკი - 0,5 ჩ/კ
ორეგანო - 0,5 ჩ/კ
მარილი და პილპილი

მომზადების წესები

დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად.
დაჭერით ნიორი, დაუმატეთ ის შემდეგ ინგრედიენტებს: მარილის, საფანელს, ოხრახუშს, ბაზილიკს და ორეგანოს. დაუმატეთ ნივრის მასას კვერცხი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
გახეხეთ ყველი. დაუმატეთ ნივრისა და კვერცხის მასა და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გაჭერით საქონლის რბილი ხორცი ქსოვილების გასწვრივ. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
თანაბრად გაანაილეთ ზეთ გულსართი, გადაახვიეთ ხორცი რულეტად და შეკარით თოკით.
აიღეთ ღრმა ტაფა. დაყარეთ დაჭრილი ხახვი, ზემოდან მოათავსეთ რულეტი და დაასხით ტომატის წვენი და ღვინო. გადააფარეთ ტაფას ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათით.
გააგრილეთ რულეტი, მოაცალეთ თოკი და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!

gemrielia.geскачать dle 12.1
  • 30-03-2018, 23:15
  • 237

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image