გიორგი გაგლოევის ანეკდოტები მეგრელებზე, სვანებსა და ფეხბურთზე » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

გიორგი გაგლოევის ანეკდოტები მეგრელებზე, სვანებსა და ფეხბურთზე

image
სვანი ხეზე ადის. მეგრელი ეკითხება:
– რატომ ადიხარ, რა გინდა ამ ხეზე?
– ვაშლი მინდა, ვჭამო.
– მერე, ვერ ხედავ? დებილი ხარ? ეს ვაშლის კი არა, ნაძვის ხეა.
– დებილი შენ ხარ! ვაშლი ჯიბეში მაქვს.


***

მამაო აღსარებას იბარებს ერთი ქალისგან. უცებ რაღაცაზე გაეცინა და ვერაფრით ვეღარ შეიკავა სიცილი. ქალმა დაუწყო ჩხუბი:
– რა არის, მამაო, რა მაგალითს გვაძლევთ, ასე მოქცევა როგორ შეიძლება?
მოიბოდიშა მამაომ ერთხელ… ორჯერ… მაგრამ, ამ ქალმა ისევ განაგრძო მორალის კითხვა. ბოლოს, დასერიოზულდა მამაო და გაბრაზებულმა უთხრა:
– ქალო, 9 საყვარელი და 6 აბორტი მოგიტევე და ერთი გაცინება, რით ვერ მომიტევე...

***
კაცხის სვეტიდან მომავალი მამაო, ერთ ქალბატონს დაემგზავრება.
– მამაო, საკურთხი შევწირე გარდაცვლილ მეუღლეს და ხომ კარგად მოვიქეცი?
– კი, შვილო ჩემო, კარგად მოქცეულხარ.
– მამაო, ხომ მიუვა იმქვეყნად ჩემი საკურთხი?
– კი, შვილო ჩემო, მიუვა.
– მამაო, ნეტა, იმქვეყნად მარტო ჩემს ქმარს ერგება ჩემი საკურთხი თუ სხვებსაც შეხვდებათ?
– ქალბატონო, რა ვიცი მე?! კაცხიდან მოვდივარ, საიქიოდან კი არა.

***
მეგრელმა ფეხბურთის მატჩზე დააგვიანა. შეხედა ტაბლოს და 3:0 ესპანეთის სასარგებლოდ.
– დიდი ხანია, დაიწყო? – ჰკითხა გვერდით მჯდომს.
– არა, დაახლოვებით ხუთი წუთია.
– თუ ხუთი წუთის დაწყებულია თამაში, ეს ბურთები ესპანელებმა გატანილი ჩამოიტანეს?

***
– რაზე ფიქრობ, მიხოვ?
– რაზე და, რაც გავიგე, ძვირად ფასობს ადამიანის ორგანოები, მივხვდი...
– რას?
– რამდენად მდიდარი შინაგანი სამყარო მაქვს.

***
„პლეხანოველ“ ტიპს ეკითხებიან:
– ვის გულშემატკივრობ მსოფლიო ჩემპიონატზე?
– ირანის ნაკრებს.
– რატომ?
– ბიჭო, „პლეხანოველები“ არიან ბოლო-ბოლო.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 17:46
  • 312

კომენტარის დამატება