Techtunes

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

image
ვერძი
ცვლილება გელით რამდენიმე სფეროში. შეიძლება შეგეცვალოთ ურთიერთობის სტილი კოლეგებთან, მშობლებთან. ნუ გაუნაწყენდებით საყვარელ ადამიანს.

კურო
კარგი დღეა განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ტყუპი
ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებს, რომლებიც ხელს გიშლით განვითარებაში. საღამო თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

კირჩხიბი
ნუ გგონიათ, რომ სამყაროო მტრულადაა თქვენ მიმართ განწყობილი. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. არ აიღოთ ვალი. მეტი ყურადღება მიაქციეთ შემოსავალსა და გასავალს.

ლომი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, მეტად დაისვენეთ. განსაკუთრებით, დილით. თუ ხვდებით, რომ ადამიანს არ სურს თქვენ გვერდით ყოფნა, გაუშვით.

ქალწული
რომანტიზმი და ინტრიგა მოიმატებს. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები. შეიძლება სხვების საიდუმლოებებმა დაგაინტერესოთ.

სასწორი
საკუთარ თავს დაუწესეთ ჩარჩოები, საზღვარი, ეკონომია. საღამოს კარგია მეგობრული ან სასიყვარულო შეხვედრა.

მორიელი
კარგი დღეა მიმოსვლებისა და შეხვედრებისთვის. ეცადეთ, გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. საქმეები სხვების დახმარების გარეშე მოაგვარეთ.

მშვილდოსანი
მეტად დაისვენეთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

თხის რქა
თუ განწყობაზე ხართ, იმუშავეთ, მაგრამ თავს ძალას ნუ დაატანთ, შეასრულოთ რთული, საპასუხისმგებლო საქმეები. შეამცირეთ ხარჯი.

მერწყული
დაუწესეთ საკუთარ თავს შეზღუდვა: ფულის ხარჯვაში, კვებაში. იანვრის მერწყულებმა შეიძლება ყურადღების დეფიციტი და კრიტიკა იგრძნონ.

თევზები
მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან, მეგობრებთან. მეტი ყურადღება გმართებთ შემოქმედებითი პროექტები განხორციელებისას.скачать dle 12.1
  • 21-07-2018, 23:13
  • 646

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image