Techtunes

ყველაზე დიდი სიმართლე ზოდიაქოს 12 ნიშნის შესახებ

image
წარმოგიდგენთ, ყველაზე ზუსტი ციტატებს, რომლებიც აღწერენ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს.

ვერძი
ვერძებს ხშირად თვლიან ეგოისტებად, მაგრამ მათ უბრალოდ ეხერხებათ ცხოვრება საკუთარი თავისთვის. ქალი-ვერძი - ნამდვილი წიგნია, რომელიც დაწერილია ერთი მამაკაცისთვის. თუ მან ვერ გაუგო მას, ესე იგი ეს წიგნი მისთვის არ იყო დაწერილი.

არ მოატყუოთ ვერძი: მას მწარე სიმართლე ურჩევნია ტკბილ ტყუილს. ტყუილს კი არავის აპატიებს.

კურო
ამ ნიშნის ქალებში საოცრად არის შერწყმული ის თვისებები, ის რის გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება, და ის, ვისთანაც ცხოვრება შეუძლებელია.

კუროსთვის ბედნიერებაა - ბევრი იმოგზაუროს, გემრიელად იკვებოს და ეძინოს საყვარელ ადამიანთან.
კუროები - საშინელი მესაკუთრეები არიან. თუ რაიმე ეკუთვნით, ესე იგი მათია, და მეტი არავისი. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანია ეს თუ ნივთი.


ტყუპები
ტყუპებს ძალიან უყვართ ისინი, ვინც მათ კარგად ექცევა. თუნდაც ტყუპები ხშირად არ ლაპარაკობდნენ თქვენთან, არ გეგონოთ, რომ ისინი არ გაფასებენ.

ტყუპების დევიზია: თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, აუცილებლად არის საჭირო! ტყუპებს მხოლოდ სიყვარულით თუ გააკვირვებ - ნამდვილი, გულწრფელი, ტყუილისა და ღალატის გარეშე. ყველაფერი დანარჩენი მათ უკვე ნანახი აქვთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებს დრო არ აქვთ, რომ არ უყვარდეთ ისინი, ვისაც თავად კირჩხიბები არ უყვართ. ყველაზე კარგად კირჩხიბებს ოჯახში ცხოვრება შეუძლიათ. ისინი ამაში მთელ სულს დებენ. და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ოჯახი მათი მოგონილია. კირჩხიბების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ძალიან ეჩვევიან ადამიანებს.

ლომი
ბევრ ქალს აწუხებს კითხვა: „როგორ შეაკავო მამაკაცი?“ მაგრამ ამ ნიშნის ქალებმა იციან, რომ თუ ნამდვილად გინდა იყო ბედნიერი, არ ღირს ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელიც უნდა შეაკავო. სანამ დაიწყებთ თამაშს ლომთან, დარწმუნდით, პირიქით, ის ხომ არ გეთამაშებათ. ლომებს არ უნდათ, რომ ცხოვრება ზოლიანი იყოს, როგორც ზებრა; მათ უნდათ, რომ ის იყოს ისეთი მკვეთრი ფერებით, როგორიც თუთიყუშია.

ქალწული
ქალწული - ეს არ არის წონისა და სიმაღლის თანაფარდობა, ეს ინტელექტის, გემოვნებისა და თავდაჯერებულობის თანაფარდობაა. როცა ქალწული რაღაცას გეკითხებათ - უმჯობესია სიმართლე უთხრათ, მან ხომ, დიდი ალბათობით, უკვე იცის პასუხი. ქალწულების სიბრძნე ეშმაკობასთან ერთობლივად ისეთ ეფექტს იძლევა, რომელსაც ვერცერთი უმაღლესი განათლება ვერ მოგცემთ.

სასწორი
სასწორებმა უნდა ისწავლონ რომ არ დაემალონ საკუთარ პრობლემებს, არამედ აირჩიონ რაღაც გადაწყვეტილება და მაშინვე მიყვნენ მას. სასწორებს სჭირდებათ გულწრფელი და ლამაზი გრძნობები, ისინი ხომ რომანტიკოსები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ლამაზად იყოს. სასწორები - საოცარი ადამიანები არიან: უნარი აქვთ ნებისმიერ ადამიანში კარგი დაინახონ.

მორიელი
თითოეულ მორიელში ცხოვრობს ორი ადამიანი: ერთი მშვიდი და ჩუმი, მეორე კი მაშინ ჩნდება, როდესაც პირველს აწყენინებენ. და ეს შეხვედრა კარგს არაფერს უქადის იმათ, ვინც აწყენინა. მორიელებმა შეიძლება თავი მოიკატუნონ, რომ არ შეიმჩნიეს სულში ჩაფურთხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავიწყდებათ. მორიელების გულღრძობა დაუმარცხებელია.

მორიელს მოსწონს ურთიერთობებში უბრალო, უეშმაკო, გულწრფელი და გახსნილი ადამიანები.

მშვილდოსანი
ამ ნიშნის ქალებმა ბევრი სასარგებლო რამ ისწავლეს მამაკაცებისგან: არასასურველი საუბრის დროს სხვა თემაზე გადასვლა, არ გადმორეკვა, საუკეთესოს არჩევა და სიამოვნების მიღება. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მათ ხშირად იგივე მამაკაცები აყვედრიან. მშვილდოსნები არც იმდენად სუსტები არიან, რომ მოითმინონ შეურაცხყოფა, არც იმდენად ძლიერები არიან, რომ აპატიონ ეს, მაგრამ არც იმდენად ღვარძლიანები, რომ შური იძიონ. ამიტომაც ხშირად ისინი მათ, ვინც აწყენინა, ზურგს აქცევენ სამუდამოდ.

მშვილდოსნებს არ ეშინიათ აღიარების. მათ ეშინიათ, რომ მათი აღიარება არასწორად იქნება გაგებული, იმიტომ რომ ხშირად ზუსტად ასე ხდება.

თხის რქა
ჭეშმარიტი თხის რქები არასოდეს არ გაუღიმებენ ადამიანებს, რომლებიც მათ არ სიამოვნებთ. მაგრამ ისინი თავაზიანად მოექცევიან ყველას - მათი აღზრდა არ დაუშვებს, რომ ისინი უტიფრობამდე დაეცნენ. თუ გინდათ მოსწონდეთ თხის რქას, იყავით გულწრფელები, ხუმრობაში ნუ გადაგყავთ ყველაფერი: მარტივად და გონივრულად ნათქვამს თხის რქა ყველაზე სწრაფად აღიქვამს და ყველაზე მეტად მოსწონს ეს.

მერწყული
ყველაზე მეტად ადამიანებს მერწყულებისგან სწყინთ ის, რომ მათ არ შეუძლიათ ან არ უნდათ შეესაბამონ მათ პირად მოლოდინებს. ჭეშმარიტ მერწყულს ახასიათებს რაღაცნაირი არამიწიერი ინტელიგენტურობა.

ამ ნიშნის ქალების რეალობა ასეთია: იმდენად მნიშვნელოვანად არ მიაჩნიათ რომ მამაკაცი მათ გვერდით იყოს, რომ იდიოტის გვერდით დგომას, რომელიც მათ ძალებს შთანთქავს, მარტოობა ურჩევნიათ.


თევზები
თევზებს არასოდეს ავიწყდებათ კარგი დამოკიდებულება მათ მიმართ. ცუდი შეიძლება დაივიწყონ, კარგი კი მრავალი წლის შემდეგაც უთბობთ გულს. თევზებს არასოდეს დაავიწყდებათ ის ადამიანი, ვინც მათ გვერდით იყო მძიმე წუთებში. თევზებისთვის ერთი ადამიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს მთელი სამყარო. თევზები უეცრად მოიწყენენ, უეცრად გაიცინებენ, უეცრად განაწყენდებიან...

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 7-06-2018, 14:22
  • 643

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image