Techtunes

ქართველი, რომელიც ამერიკის 6 პრეზიდენტს იცავდა

image
მანუჩარ კაჭახიძე, რომელიც ამერიკაში გამოსცემს ქართულ ჟურნალს “მამული”, დიდი ხანია ამერიკაში მცხოვრები ქართველების ისტორიებს იკვლევს. ბატონი მანუჩარი გვიყვება ადამიანზე, რომელსაც ამერიკის 6 პრეზიდენტს იცავდა.

"ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის სასაფ­ლაოს გარდა, კიდევ არის ცნობილი სასაფლაო. იქ, ღირსეულთა სექციაში, დაკრძალულია ფერფლი ლევან გოპაძისა.

ეს სექცია დახურულია და მხოლოდ “ოქროს გასაღებით” შეიძლება შესვლა. გასაღები კი ჰქონდათ მხოლოდ ოჯახის წევრებს. სხვა მსურველებს სექციაში შესასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ, რომელიც მათთვის უნდა მიეცა სექციის კურატორს. ამ უკანასკნელს კი თავის მხრივ პენტაგონი ანიჭებდა სექციის “ოქროს გასაღებით” გახსნის უფლებას.

მოკლედ, ნებართვა მივიღე და დავიწყე მოკვლევა­, ვინ იყო და რატომ ხვდა იქ დაკრძალვის პატივი ლევან გოპაძეს… ვიპოვე მისი შვილი­, ამერიკაში კომუნიკაციების უზარმაზარი კომპანიის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო­ საბჭოს თავმჯდომარე.

აღმოჩნდა, რომ ლევან გოპაძე ამერიკის საიდუმლო დაცვის სამსახურში დიდი თანამდებობის პირი გახლდათ. კერძოდ, იმ ჯგუფის ხელმძღვან­ელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტებს ახლდა საზღვარგარეთ – ის ამერიკის 6 პრეზიდენტის სიცოცხლეს იცავდა”, – წერს ბატონი მანუჩარი.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 21:58
  • 1 094

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image