Techtunes

ვინ და როგორ გაძარცვა თბილისის ცენტრში საიუველირო მაღაზია

image
მილიციის გენერალი, რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისის ცენტრში ერთი კურიოზული დანაშაული მოხდა, რომელიც ამასთანავე, ტრაგი-კომიკურიცაა და თვალნათლივ მეტყველებს, როგორი კრიმინალური ბუნება აქვს ზოგიერთ, ერთი შეხედვით, წესიერ და პატიოსან ადამიანს. თავიდანვე ერთ დეტალს გამოვტოვებ, რომ ჩემი მონაყოლი უინტერესო არ იყოს.
ერთ დღეს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მსხვილ საიუველირო მაღაზიაში ორი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და კრიმინალური ტერმინი რომ გამოვიყენო, მაღაზიის პერსონალი „დააყენეს“, შემდეგ ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქიდან ძვირფასეულების ამოღებას შეუდგნენ. დანაშაულის დროს მაღაზიაში საკმაოდ ბევრი მყიდველი იმყოფებოდა. მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, ხოლო ნაძარცვის რაოდენობამ თითქმის ნახევარი მილიონი (491 ათასი) მანეთი შეადგინა. რა თქმა უნდა, საქმეში ჩავერთეთ და გამოძიება დავიწყეთ. აღწერილობით მძარცველებიც ავიყვანეთ. ორივე რეციდივისტი აღმოჩნდა. მათგან ნაძარცვი ნივთებიც სრულად ამოვიღეთ, რომლებიც სულ რაღაც 21 ათასი მანეთისა იყო, ხოლო 470 ათასის ძვირფესაულობა კი სამუდამოდ გაქრა. მთელი „მუღამი“ ის იყო, რომ შეიარაღებულ მძარცველებთან ერთად ვიტრინების მსხვრევასა და ძარცვაში იქ მყოფი მყიდველების ნაწილიც ჩაერთო და მათ ბევრად მეტი წაიღეს, ვიდრე მძარცველებმა“.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 21:56
  • 611

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image