Techtunes

ჩინეთში თავში დანაგაყრილი კაცი მოტოციკლით თავად მივიდა პოლიციაში

image
სამხრეთ-აღმოსაველთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, კაცს, რომელიც ღამის განმავლობაში მგზავრებს საკუთარი მოტოციკლით ემსახურებოდა, თავის არეში დანით დაჭრეს, თუმცა მან 20 წუთის სავალი გზა დაფარა და პოლიციაში მივიდა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

როგორც ცნობილია, 33 წლის კაცმა მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა, თუმცა მან შეთანხმებული 15 იუანის გადახდაზე უარი თქვა და მათ იჩხუბეს.

„თავიდან ვიფიქრე, რომ ელექტროშოკით დამესხა თავს, მაგრამ როცა ძირს დავვარდი, გავაცნობიერე, რომ დაჭრილი ვიყავი. საშველად ვეძახდი ხალხს, მაგრამ არავინ მოვიდა“ - თქვა მან.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, პოლიციაში მისული კაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი თავიდან დანის ამოღება შეძლეს.

დანის 20-სანტიმეტრიანი რკინა კაცის თავის ქალაში 8 სანტიმეტრის სიგრძეზე იყო შეღწეული.

ჩინეთში თავში დანაგაყრილი კაცი მოტოციკლით თავად მივიდა პოლიციაში



imedinews.ge

скачать dle 12.1
  • 21-07-2018, 15:42
  • 359

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image