Techtunes

ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო თბილისში არასრულწლოვანს სცემეს

image
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანს გენდერული იდენტობის გამო სცემეს.

მათივე ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. ისინი თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცებუს შემთხვევაში, მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 7-05-2018, 18:56
  • 301

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image