Techtunes

აფხაზეთში ავტოავარიების შემცირების მიზნით გზებზე ჯვრები აღმართეს

image
აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის გზატკეცილზე ავტოავარიების შემცირების მიზნით დიდი ზომის ხის ჯვრები დაამონტაჟეს.

ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან apsnypress-თან, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ აპლიაამ განაცხადა.

“ბევრი ახალგაზრდა იღუპება გზებზე, ბევრი ავარია და უბედური შემთხვევა ხდება ჩვენს გზებზე. ჯვრები გულრიფშის რაიონში იმისთვის დაიდგა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, იმაზე, რომ ღმერთის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ყოველივე ეს ადამიანებისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა. იმედი მაქვს, გზაზე ჯვრის დანახვისას, სიჩქარეს შეამცირებენ და ფრთხილად ივლიან”.

ამასთან, მისივე თქმით, ჯვრები თავად გულრიფშის მოსახლეობის ინიციატივით დაიდგა.

როგორც აპსნიპრესი წერს, კომენტარისთვის აფხაზეთის შსს-საც მიმართეს, სადაც მედიას განუცხადეს, რომ ჯვრების აღმართვის საწინააღმდეგო უწყებას არაფერი აქვს.

ავტოავარიების მზარდი რიცხვი გზებზე აფაზურ საზოგადოებაში აქტუალური საკითხია.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 21-07-2018, 17:19
  • 267

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image