Techtunes

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მერიაში ველოსიპედით მივიდა

image
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით მიდის. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მირიან ლებანიძე წერს.

"მიცკევიჩიდან შარტავამდე ხომ არ არის შორი, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტომობილზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს..."- წერს სოციალურ ქსელში მირიან ლებანიძე.

imedinews.geскачать dle 12.1
  • 15-06-2018, 17:03
  • 268

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image