ზუგდიდში ვალის გამო მეზობლის ბავშვი, სავარაუდოდ, გაიტაცეს » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ზუგდიდში ვალის გამო მეზობლის ბავშვი, სავარაუდოდ, გაიტაცეს

image
არასრულწლოვანი გოგონას დედის ლორიტა მუშქუთიას განცხადებით, მისი შვილი ცოლ-ქმარმა ვალის გამო წაიყვანა.

თუმცა, ამბობს, რომ მათთვის არ უჩიუვლია და არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, თუ საიდან შეიტყო პოლიციამ.

"ორსანტიაში ვიყავი და როცა სახლში დავბრუნდი, ასეთი ამბავი დამახვედრეს, ჩემი შვილი ცოლ-ქმარს სახლიდან დილის რვა საათზე გაუღვიძებიათ და წაუყვანიათ. ჩემი მამამთილისთვის კი დაუბარებიათ, დედა სანამ ვალს არ გადაიხდის, ბავშვი ჩვენთან იქნებაო. ბავშვი იმდღესვე ჩემმა ბიძაშვილმა წამოიყვანა. ჩემი შვილი ამბობს, რომ სახლში, მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი დამქონდა, ვერ გადავიხადე 240 ლარი და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამმუქრებიან. მე არ მიჩივლია მაგათთვის და არც ვაპირებ" -განუცხადა ჟურნალისტებს ლორიტა მუშქუთია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველებმა ორი ადამიანი ზუგდიდში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 144-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

digest.pia.ge
скачать dle 12.1
  • 29-05-2018, 10:22
  • 176

კომენტარის დამატება